1. პროექტის სახელწოდება:
ბიო-პრეპარატებითა და შხამქომიკატებით მოწამლული ვენახებიდან აღებული ნიადაგის ნიმუშების შედარებითი დახასიათება ქიმიური და ბაქტერიული შემადგენლობის მიხედვით
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეთა დაინტერესება აგრარული მეცნიერებებით და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო საგნების შესასწავლად. ასევე, მოსწავლეებმა რეალური კავშირი დაინახონ სკოლაში შესწავლილ თემებსა და ყოფით ცხოვრებას შორის.
3. პროექტის აქტუალობა:
საქართველოში,
განსაკუთრებით კი კახეთში,
ვაზის კულტურის
გავრცელების არეალის
პირობებში სამწუხაროა,
რომ სკოლადამთავრებულ
მოსწავლეთა ძალიან
მცირე რაოდენობა
აკეთებს არჩევანს
სოფლის მეურნეობის
შემსწავლელ სხვადასხვა
დარგზე ჩასაბარებლად.
დღეს ეს პრობლემა
მეტად აქტუალურია.
საკვლევი თემის
შესარჩევად პროვოცირება
გამოიწვია იმ ფაქტმა,
რომ ყოველწლიურად
სოფლის მეურნეობაში
შემოდის ახალი
პრეპარატები - ფუნგიციდები,
ჰერბიციდები, პესტიციდები.
საკვლევად შევარჩიეთ
ნიადაგი, რადგან
არის რთული
შემადგენლობის გარემო,
რომელიც მოიცავს
ძალიან განსხვავებულ
მიკრობულ თანასაზოგადოებებს.
აგრო ტექნოლოგიების
მიმართ მოსწავლეთა
ინტერესის გამოწვევისა
და მოტივაციის
გაზრდის მიზნით,
შევარჩიეთ პრობლემური
საკითხი - თუ
რა გავლენას
ახდენს ვაზის
ბიოწამლითა და შხამქიმიკატებით მოწამვლა
ნიადაგების ქიმიურ
და მიკრობიოლოგიურ შედგენილობაზე.
4. პროექტის მიზნები:
5. მონაწილეთა ასაკი:
15 -16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი აგრარული მეცნიერებების მიმართ;
ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ;
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები წარედგინება სამიზნე ჯგუფებს;
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, ლაბორატორიული აღჭურვილობა, pH-მეტრი, მიკროსკოპი, ლუპა, საკვლევი ნიადაგი, რეაქტივები
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I ეტაპი: მოსწავლეთა შერჩევა
მოსწავლეთა ინტერესის სფეროს დადგენა კითხვარების საშუალებით
კითხვარების გაანალიზება
II ეტაპი: საინფორმაციო შეხვედრები
·
ლიტერატურის დამუშავება
·
კვლევის მეთოდების გაცნობა
·
შეხვედრა მეცნიერებთან
·
ინტერვიუ ფერმერებთან
III ეტაპი: საკვლევი მასალის მოძიება
IV ეტაპი: კვლევითი საქმიანობა
1.
ნიადაგების მიკრობიოლოგიური კვლევა
·
სკოლის
ლაბორატორიაში ნიადაგების pH-ის კვლევა
· სკოლის
ლაბორატორიაში, ნიადაგების ფილტრატის მომზადება და სინათლის მიკროსკოპში დათვალიერება
· ნიადაგში
არსებული ფეხსახსრიანებისა და ჭიების შეგროვება (არსებობის შემთხვევაში)
· საკვლევ ნიადაგებში ხორბლის ჩათესვა
და მასზე დაკვირვება
2.
ნიადაგების ქიმიური კვლევა (C და N)
3.
ბიოინდიკატორი ბაქტერიების დადგენა
V ეტაპი: კვლევის შედეგებისა და მონაცემების დამუშავება
VI ეტაპი: კვლევის შედეგების გაზიარება სამიზნე ჯგუფებთან
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- კვლევის საფუძველზე წარმოადგინოს მონაცემები ლოკალურ გარემოს კვებით ჯაჭვებში ჩართული ორგანიზმების შესახებ და იმსჯელოს გარემოს დაბინძურების მნიშვნელობაზე
- იმსჯელოს ნივთიერებათა წრებრუნვის მნიშვნელობაზე
- გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და დააკავშიროს გარემოს დაბინძურება ორგანიზმთა მრავალფეროვნების შემცირებასთან და იზრუნოს გარემოს დაცვაზე
- დაასაბუთოს ეკოლოგიის შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენების პერსპექტივა (მაგ., ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა)
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ნათია ბაღათრიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
bagatrishvilinatia@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment