კრიტერიუმი
|
დამწყები
|
განვითარებადი
|
კვალიფიციური
|
ექსპერტი
|
შინაარსის შესაბამისობა
საპრეზენტაციო თემასთან
|
პრეზენტაციის შინაარსი არ შეესაბამება თემას
|
პრეზენტაციის შინაარსი ნაწილობრივ შეესაბამება თემას
|
პრეზენტაციის შინაარსი მეტწილად შეესაბამება თემას
|
პრეზენტაციის შინაარსი სრულიად შეესაბამება თემას
|
საკითხის ცოდნა/გააზრება
|
მოსწავლე ვერ ამჟღავნებს საკითხის ცოდნას
|
მოსწავლე ნაწილობრივ ამჟღავნებს საკითხის ცოდნას;
ნათელია, რომ სიღრმისეულად არა აქვს გააზრებული საკითხი, რადგან უჭირს სათქმელის
საკუთარი სიტყვებით გადმოცემა; უჭირს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
|
მოსწავლე მეტწილად ამჟღავნებს საკითხის ცოდნას; ნათელია, რომ მეტწილად გააზრებული
აქვს საკითხი, რადგან ძირითადად ახერხებს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას;
ძირითადად ახერხებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
|
მოსწავლე ამჟღავნებს საკითხის სრულყოფილ ცოდნას; ნათელია, რომ საკითხი გააზრებული
აქვს სიღრმისეულად, რადგან კარგად ახერხებს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას;
სწორად პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
ინფორმაციის ორგანიზებულობა/ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის
|
წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის ორგანიზებული/არ ჩანს ლოგიკური კავშირი საკითხებს
შორის.
|
წარმოდგენილი ინფორმაცია ნაწილობრივ ორგანიზებულია/ნაწილობრივ ლოგიკურია
კავშირი საკითხებს შორის.
|
წარმოდგენილი ინფორმაცია მეტწილად ორგანიზებულია/ ჩანს ლოგიკური კავშირი საკითხებს
შორის.
|
წარმოდგენილი ინფორმაცია კარგად ორგანიზებული/ კავშირი საკითხებს შორის სრულიად
ლოგიკურია.
|
საუბრის მანერა და კონტაქტი აუდიტორიასთან
|
მოსწავლე არ არის თავდაჯერებული და უჭირს სათქმელის მკაფიოდ გადმოცემა; არ
ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან; საუბრისას აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს ან
ძალიან ხშირად იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს როგორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“
|
მოსწავლეს საუბრის დროს აკლია თავდაჯერებულობა; საუბრის ტემპი ზოგჯერ ძალიან
სწრაფია; ზოგჯერ აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს; საუბრობს ჩუმად ან ზედმეტად ხმამაღლა;
უჭირს აუდიტორიასთან თვალით კონტაქტის დამყარება; ხშირად იყენებს საუბრის შემავსებელ
ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“.
|
მოსწავლე საუბრის დროს მეტწილად თავდაჯერებულია და მკაფიოდ გადმოსცემს სათქმელს;
საუბრის ტემპი და ტონი მეტწილად ოპტიმალურია; ძირითადად ინარჩუნებს თვალით კონტაქტს
აუდიტორიასთან; ზოგჯერ იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ისა“,
„რა ჰქვია..“.
|
მოსწავლე საუბრობს თავდაჯერებულად და მკაფიოდ; საუბრის ტემპი და ტონი ოპტიმალურია;
ინარჩუნებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან; იშვიათად ან თითქმის არასდროს იყენებს
საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“.
|
Monday, June 25, 2018
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment