Monday, June 25, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი:  ნათია ბაღათრიშვილი,
საგანი:  ბიოლოგია
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო / მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა: 19
გაკვეთილის თემა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა / დაავადებები
გაკვეთილის მიზანი:
·   შეისწავლოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები და მათი გამომწვევი მიზეზები
·   დაასაბუთოს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის
·   დაასაბუთოს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენების  პერსპექტივა
·   მიზანმიმართულად გამოიყენოს კომპიუტერული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
(წთ.)
1.       1.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება / შესასვლელი ბილეთი

ინდივიდუალური

2 წთ.
2.       2.
წინარე ცოდნაზე დაფუძნებით,  ახალი საკითხის მიმართ  პროვოცირება ინტერაქტიული პრეზენტაციის გამოყენებით.
მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს  ტანადობის დარღვევის ამსახველ ფოტომასალას, მოსწავლეები ცდილობენ ამოიცნონ დაავადებები.
ტექნოლოგიების გამოყენება / დისკუსია
ინდივიდუალური
კომპიუტერი
პროექტორი, მასწავლებლის მიერ მომზადებული ადამიანის ტანადობის დარღვევის ამსახველი პრეზენტაცია
10 წთ.
3.       3.
ჯგუფებს ვთავაზობ დავალებებს შესაბამისი ინსტრუქციებით.
I - სქოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი,
II - ბრტყელტერფიანობა, რაქიტი
III - აკრომეგალია, გიგანტიზმი, ჯუჯობა
საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა / გრაფიკების ანალიზი /
ჯგუფური
საინფორმაციო ტექსტები, ინსტრუქციები,
10 წთ.

4.        
მოსწავლეთა ჯგუფური ნამუშევრების წარდგენა
სიტყვიერი პრეზენტაცია


9 წთ.
5.        
შეჯამება
მოსწავლეებისათვის kahoot.com - ში წინასწარ მაქვს მომზადებული ტანადობის დარღვევასთან დაკავშირებული 10 შეკითხვა. მოსწავლეები  ერთვებიან ინტერნეტში პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვას ელექტრონულად.
ისტ გამოყენება
ინდივიდუალური
პროექტორი,  კომპიუტერი,
ელექტრონული რესურსი
11 წთ.
6.        
უკუკავშირი / შეფასება
მოსწავლეები ავსებენ ბარათებს, სადაც უნდა აღნიშნონ
·    3 მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაკვეთილზე გაიგეს;
·    როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ცხოვრებაში
მასწავლებლის კომენტარი /
გასასვლელი ბილეთის შევსება
ჯგუფური / ინდივიდუალური

3 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ტანადობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად
მოსწავლეს შეუძლია კომპიუტერული ტექნოლოგიების მართვა და მიზანმიმართულად გამოყენება

შეფასება: განმავითარებელი (იხ. დანართი), განმსაზღვრელი

გამოყენებული ლიტერატურა:
ელექტრონული რესურსები მოძიებულია 24.06.2018


No comments:

Post a Comment