Monday, June 25, 2018

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
დამწყები
განვითარებადი
კვალიფიციური
ექსპერტი
შინაარსის შესაბამისობა საპრეზენტაციო თემასთან
პრეზენტაციის ში­ნაარსი არ შეესაბამე­ბა თემას
პრეზენტაციის ში­ნაარსი ნაწილობრივ შეესაბამება თემას
პრეზენტაციის შინაარსი მეტწილად შეესაბამება თემას
პრეზენტაციის შინაარსი სრულიად შეესაბამება თემას
საკითხის ცოდნა/გააზრება
მოსწავლე ვერ ამჟღავნებს საკითხის ცოდნას
მოსწავლე ნაწი­ლობრივ ამჟღავნებს საკითხის ცოდნას;
ნათელია, რომ სიღრმისეულად არა აქვს გააზრებული საკითხი, რადგან უჭირს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა; უჭირს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
მოსწავლე მეტწილად ამჟღავნებს საკითხის ცოდნას; ნათელია, რომ მეტწილად გააზრებული აქვს საკითხი, რადგან ძი­რითადად ახერხებს სათქმელის საკუთა­რი სიტყვებით გად­მოცემას; ძირითადად ახერხებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
მოსწავლე ამჟ­ღავნებს საკითხის სრულყოფილ ცოდ­ნას; ნათელია, რომ საკითხი გააზრე­ბული აქვს სიღრ­მისეულად, რადგან კარგად ახერხებს სათქმელის საკუთა­რი სიტყვებით გად­მოცემას; სწორად პასუხობს დასმულ კითხვებს.
ინფორმაციის ორგანიზებულობა/ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის
წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის ორგანიზებული/არ ჩანს ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის.
წარმოდგენილი ინფორმაცია ნაწი­ლობრივ ორგანიზე­ბულია/ნაწილობრივ ლოგიკურია კავშირი საკითხებს შორის.
წარმოდგენილი ინ­ფორმაცია მეტწილად ორგანიზებულია/ ჩანს ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის.
წარმოდგენილი ინფორმაცია კარგად ორგანიზებული/ კავშირი საკითხებს შორის სრულიად ლოგიკურია.
საუბრის მანერა და კონტაქტი აუდიტორიასთან
მოსწავლე არ არის თავდაჯერებული და უჭირს სათქმელის მკაფიოდ გადმოცემა; არ ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტო­რიასთან; საუბრისას აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს ან ძალიან ხშირად იყენებს საუბ­რის შემავსებელ ისეთ სიტყვებს როგორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“
მოსწავლეს საუბრის დროს აკლია თავდა­ჯერებულობა; საუბ­რის ტემპი ზოგჯერ ძალიან სწრაფია; ზოგჯერ აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს; საუბრობს ჩუმად ან ზედმეტად ხმამაღლა; უჭირს აუდიტო­რიასთან თვალით კონტაქტის დამყარე­ბა; ხშირად იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს, რო­გორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“.
მოსწავლე საუბრის დროს მეტწილად თავდაჯერებულია და მკაფიოდ გადმოს­ცემს სათქმელს; საუბრის ტემპი და ტონი მეტწილად ოპტიმალურია; ძირი­თადად ინარჩუნებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან; ზოგჯერ იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს, რო­გორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“.
მოსწავლე საუბრობს თავ­დაჯერებულად და მკაფიოდ; საუბრის ტემპი და ტონი ოპტიმალუ­რია; ინარჩუნებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან; იშვიათად ან თითქ­მის არასდროს იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს, როგო­რიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი:  ნათია ბაღათრიშვილი,
საგანი:  ბიოლოგია
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო / მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა: 19
გაკვეთილის თემა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა / დაავადებები
გაკვეთილის მიზანი:
·   შეისწავლოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები და მათი გამომწვევი მიზეზები
·   დაასაბუთოს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის
·   დაასაბუთოს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენების  პერსპექტივა
·   მიზანმიმართულად გამოიყენოს კომპიუტერული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
(წთ.)
1.       1.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება / შესასვლელი ბილეთი

ინდივიდუალური

2 წთ.
2.       2.
წინარე ცოდნაზე დაფუძნებით,  ახალი საკითხის მიმართ  პროვოცირება ინტერაქტიული პრეზენტაციის გამოყენებით.
მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს  ტანადობის დარღვევის ამსახველ ფოტომასალას, მოსწავლეები ცდილობენ ამოიცნონ დაავადებები.
ტექნოლოგიების გამოყენება / დისკუსია
ინდივიდუალური
კომპიუტერი
პროექტორი, მასწავლებლის მიერ მომზადებული ადამიანის ტანადობის დარღვევის ამსახველი პრეზენტაცია
10 წთ.
3.       3.
ჯგუფებს ვთავაზობ დავალებებს შესაბამისი ინსტრუქციებით.
I - სქოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი,
II - ბრტყელტერფიანობა, რაქიტი
III - აკრომეგალია, გიგანტიზმი, ჯუჯობა
საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა / გრაფიკების ანალიზი /
ჯგუფური
საინფორმაციო ტექსტები, ინსტრუქციები,
10 წთ.

4.        
მოსწავლეთა ჯგუფური ნამუშევრების წარდგენა
სიტყვიერი პრეზენტაცია


9 წთ.
5.        
შეჯამება
მოსწავლეებისათვის kahoot.com - ში წინასწარ მაქვს მომზადებული ტანადობის დარღვევასთან დაკავშირებული 10 შეკითხვა. მოსწავლეები  ერთვებიან ინტერნეტში პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვას ელექტრონულად.
ისტ გამოყენება
ინდივიდუალური
პროექტორი,  კომპიუტერი,
ელექტრონული რესურსი
11 წთ.
6.        
უკუკავშირი / შეფასება
მოსწავლეები ავსებენ ბარათებს, სადაც უნდა აღნიშნონ
·    3 მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაკვეთილზე გაიგეს;
·    როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ცხოვრებაში
მასწავლებლის კომენტარი /
გასასვლელი ბილეთის შევსება
ჯგუფური / ინდივიდუალური

3 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ტანადობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად
მოსწავლეს შეუძლია კომპიუტერული ტექნოლოგიების მართვა და მიზანმიმართულად გამოყენება

შეფასება: განმავითარებელი (იხ. დანართი), განმსაზღვრელი

გამოყენებული ლიტერატურა:
ელექტრონული რესურსები მოძიებულია 24.06.2018


როგორ გამოვიყენებ ისტ სასწავლო პროცესში




           ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესს ხდის ხალისიანს. მოსწავლეებში ზრდის ინტერესსა და ამაღლებს მათ მოტივაციას, შეისწავლონ რომელიმე კონკრეტული საგანი. შესაბამისად, სწავლა- სწავლება ხდება ინტერაქტიული და ეფექტური. 
    ზაფხულის განმავლობაში, თითოეული კლასისთვის დავგეგმავ რამდენიმე გაკვეთილს, სადაც ტექნოლოგიებს გამოვიყენებ. 
              

მალე ზაფხულის არდადეგები მოვა


მალე მოვა ზაფხული, თვალებხატულა,

თავს დავიმხობ არდადეგებს, მართლაც ბავშვურად.


მე უკვე ბლოგერი ვარ





მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა გავხდე ბლოგერი.

ბლოგის საშუალებით ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს.