კრიტერიუმი
|
დამწყები
|
განვითარებადი
|
კვალიფიციური
|
ექსპერტი
|
შინაარსის შესაბამისობა
საპრეზენტაციო თემასთან
|
პრეზენტაციის შინაარსი არ შეესაბამება თემას
|
პრეზენტაციის შინაარსი ნაწილობრივ შეესაბამება თემას
|
პრეზენტაციის შინაარსი მეტწილად შეესაბამება თემას
|
პრეზენტაციის შინაარსი სრულიად შეესაბამება თემას
|
საკითხის ცოდნა/გააზრება
|
მოსწავლე ვერ ამჟღავნებს საკითხის ცოდნას
|
მოსწავლე ნაწილობრივ ამჟღავნებს საკითხის ცოდნას;
ნათელია, რომ სიღრმისეულად არა აქვს გააზრებული საკითხი, რადგან უჭირს სათქმელის
საკუთარი სიტყვებით გადმოცემა; უჭირს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
|
მოსწავლე მეტწილად ამჟღავნებს საკითხის ცოდნას; ნათელია, რომ მეტწილად გააზრებული
აქვს საკითხი, რადგან ძირითადად ახერხებს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას;
ძირითადად ახერხებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
|
მოსწავლე ამჟღავნებს საკითხის სრულყოფილ ცოდნას; ნათელია, რომ საკითხი გააზრებული
აქვს სიღრმისეულად, რადგან კარგად ახერხებს სათქმელის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას;
სწორად პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
ინფორმაციის ორგანიზებულობა/ლოგიკური კავშირი საკითხებს შორის
|
წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის ორგანიზებული/არ ჩანს ლოგიკური კავშირი საკითხებს
შორის.
|
წარმოდგენილი ინფორმაცია ნაწილობრივ ორგანიზებულია/ნაწილობრივ ლოგიკურია
კავშირი საკითხებს შორის.
|
წარმოდგენილი ინფორმაცია მეტწილად ორგანიზებულია/ ჩანს ლოგიკური კავშირი საკითხებს
შორის.
|
წარმოდგენილი ინფორმაცია კარგად ორგანიზებული/ კავშირი საკითხებს შორის სრულიად
ლოგიკურია.
|
საუბრის მანერა და კონტაქტი აუდიტორიასთან
|
მოსწავლე არ არის თავდაჯერებული და უჭირს სათქმელის მკაფიოდ გადმოცემა; არ
ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან; საუბრისას აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს ან
ძალიან ხშირად იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს როგორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“
|
მოსწავლეს საუბრის დროს აკლია თავდაჯერებულობა; საუბრის ტემპი ზოგჯერ ძალიან
სწრაფია; ზოგჯერ აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს; საუბრობს ჩუმად ან ზედმეტად ხმამაღლა;
უჭირს აუდიტორიასთან თვალით კონტაქტის დამყარება; ხშირად იყენებს საუბრის შემავსებელ
ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“.
|
მოსწავლე საუბრის დროს მეტწილად თავდაჯერებულია და მკაფიოდ გადმოსცემს სათქმელს;
საუბრის ტემპი და ტონი მეტწილად ოპტიმალურია; ძირითადად ინარჩუნებს თვალით კონტაქტს
აუდიტორიასთან; ზოგჯერ იყენებს საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ისა“,
„რა ჰქვია..“.
|
მოსწავლე საუბრობს თავდაჯერებულად და მკაფიოდ; საუბრის ტემპი და ტონი ოპტიმალურია;
ინარჩუნებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან; იშვიათად ან თითქმის არასდროს იყენებს
საუბრის შემავსებელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ისა“, „რა ჰქვია..“.
|
ისტ -ის გამოყენება სასწავლო პროცესში
Monday, June 25, 2018
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნათია ბაღათრიშვილი,
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური
/ კლასი: საბაზო / მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა:
19
გაკვეთილის თემა:
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა / დაავადებები
გაკვეთილის მიზანი:
·
შეისწავლოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის
დარღვევები და მათი გამომწვევი მიზეზები
·
დაასაბუთოს
ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის
ნორმალური განვითარებისათვის
·
დაასაბუთოს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის შესახებ
მიღებული ცოდნის გამოყენების პერსპექტივა
·
მიზანმიმართულად გამოიყენოს კომპიუტერული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
(წთ.)
|
1.
1.
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება / შესასვლელი
ბილეთი
|
ინდივიდუალური
|
2 წთ.
|
||
2.
2.
|
წინარე ცოდნაზე დაფუძნებით, ახალი საკითხის მიმართ პროვოცირება ინტერაქტიული პრეზენტაციის გამოყენებით.
მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს ტანადობის დარღვევის ამსახველ ფოტომასალას, მოსწავლეები
ცდილობენ ამოიცნონ დაავადებები.
|
ტექნოლოგიების გამოყენება / დისკუსია
|
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი
პროექტორი, მასწავლებლის მიერ მომზადებული ადამიანის
ტანადობის დარღვევის ამსახველი პრეზენტაცია
|
10
წთ.
|
3.
3.
|
ჯგუფებს ვთავაზობ დავალებებს შესაბამისი ინსტრუქციებით.
I - სქოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი,
II - ბრტყელტერფიანობა, რაქიტი
III - აკრომეგალია, გიგანტიზმი, ჯუჯობა
|
საინფორმაციო ტექსტზე მუშაობა / გრაფიკების ანალიზი
/
|
ჯგუფური
|
საინფორმაციო ტექსტები, ინსტრუქციები,
|
10 წთ.
|
4.
|
მოსწავლეთა ჯგუფური ნამუშევრების წარდგენა
|
სიტყვიერი პრეზენტაცია
|
9 წთ.
|
||
5.
|
შეჯამება
მოსწავლეებისათვის kahoot.com - ში წინასწარ მაქვს მომზადებული ტანადობის დარღვევასთან
დაკავშირებული 10 შეკითხვა. მოსწავლეები
ერთვებიან ინტერნეტში პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვას ელექტრონულად.
|
ისტ გამოყენება
|
ინდივიდუალური
|
პროექტორი,
კომპიუტერი,
ელექტრონული რესურსი
|
11 წთ.
|
6.
|
უკუკავშირი / შეფასება
მოსწავლეები ავსებენ ბარათებს, სადაც უნდა აღნიშნონ
·
3 მნიშვნელოვანი რამ,
რაც ამ გაკვეთილზე გაიგეს;
·
როგორ გამოიყენებენ მიღებულ
ცოდნასა და გამოცდილებას ცხოვრებაში
|
მასწავლებლის კომენტარი /
გასასვლელი ბილეთის შევსება
|
ჯგუფური / ინდივიდუალური
|
3 წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის
და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ტანადობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად
მოსწავლეს შეუძლია კომპიუტერული
ტექნოლოგიების მართვა და მიზანმიმართულად გამოყენება
შეფასება: განმავითარებელი
(იხ. დანართი), განმსაზღვრელი
გამოყენებული ლიტერატურა:
ელექტრონული რესურსები მოძიებულია 24.06.2018
როგორ გამოვიყენებ ისტ სასწავლო პროცესში
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესს ხდის ხალისიანს. მოსწავლეებში ზრდის ინტერესსა და ამაღლებს მათ მოტივაციას, შეისწავლონ რომელიმე კონკრეტული საგანი. შესაბამისად, სწავლა- სწავლება ხდება ინტერაქტიული და ეფექტური.
ზაფხულის განმავლობაში, თითოეული კლასისთვის დავგეგმავ რამდენიმე გაკვეთილს, სადაც ტექნოლოგიებს გამოვიყენებ.
მალე ზაფხულის არდადეგები მოვა
მალე მოვა ზაფხული, თვალებხატულა,
თავს დავიმხობ არდადეგებს, მართლაც ბავშვურად.
მე უკვე ბლოგერი ვარ
მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა გავხდე ბლოგერი.
ბლოგის საშუალებით ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს.
Subscribe to:
Posts (Atom)